კომაროვის სკოლის ჟურნალისტთა კლუბმა ონლაინ გაზეთი „K-news” შექმნა!

გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა 2018 წლის, 19 დეკემბერს. ახალი ნომრები ელექტრონულად განთავსდება საიტზე k-news.github.io ყოველი თვის, 19 რიცხვში.


სარედაქციო ჯგუფმა, ონლიან გაზეთის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაზეთის რუბრიკები, რომლებშიც გაშუქდება სკოლის ყოველდღიური ცხოვრება. ასევე, მოსწავლეთა შემოქმედება: მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები. გამოქვეყნდება ინტერვიუები სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან და საინტერესო ამბები სკოლის შესახებ. 



ზემოთ